მთავარი გვერდი ახალი ამბები
სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გაიხსნა XV …

სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გაიხსნა XV საერთაშორისო სამეცნიერო-სასულიერო კონფერენცია „თანამედროვე ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო მეცნიერების აქტუალური საკითხები“


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.09.2023. 28 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში მუშაობა დაიწყო ორდღიანმა XV საერთაშორისო სამეცნიერო-სასულიერო კონფერენციამ „თანამედროვე თეოლოგიის და საეკლესიო მეცნიერების აქტუალური საკითხები“, – იუწყება სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პრეს-სამსახური.

სამეცნიერო ღონისძიებამ, რომელიც ტრადიციულად იმართება ჩრდილოეთ დედაქალაქის სასულიერო სკოლის კედლებში, კიდევ ერთხელ შეკრიბა საეკლესიო და საერო მეცნიერები, სასულიერო აკადემიებისა და სემინარიების მასწავლებლები, სასულიერო და საერო უნივერსიტეტები, რათა განეხილათ თანამედროვე კვლევები ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო მეცნიერებების სფეროში.

კონფერენციის დაწყებამდე სამეცნიერო ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის რექტორი, პეტერგოფის ეპისკოპოსი სილუანე. „სასიხარულოა, რომ სამეცნიერო კომუნიკაციის ფორმატი არ ვიწროვდება, პირიქით – ვითარდება, ახალ ფორმებს იღებს. ჩვენი მასწავლებლების მიერ ორგანიზებული სექციები იქცევა მცირე სამეცნიერო ცენტრებად. მეცნიერების განვითარება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა რეგიონის, მიმართულების, სკოლების მეცნიერთა ურთიერთთანამშრომლობით“, – აღნიშნა, კერძოდ, მეუფემ.

კონფერენცია გაიხსნა პლენარული სხდომით, რომელსაც თავმჯდომარეობდა დეკანოზი კონსტანტინე კოსტრომინი, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო-საღვთისმეტყველო მოღვაწეობის საკითხებში.

შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ: მღვდელი დიმიტრი ლუშნიკოვი, ღვთისმეტყველების კანდიდატი, დოცენტი, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგე – მოხსენებით „სინოდალურ პერიოდში ძირითადი ღვთისმეტყველების სწავლების მეთოდოლოგია სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში“; ნატალია იურის ასული სუხოვა, ეკლესიის ისტორიის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის კათედრის პროფესორი, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ისტორიისა და საღვთისმეტყველო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი – მოხსენებით „შესაძლებელია თუ არა „ღვთის ცოცხალი შეგრძნება“ სასულიერო სკოლაში? (1917–1918 წლების ადგილობრივ კრებაზე შემდგარი დისკუსიის მასალების მიხედვით)“; მიტროპოლიტი ისიდორე (ტუპიკინი), ღვთისმეტყველების კანდიდატი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, სმოლენსკის სასულიერო სემინარიის რექტორი – რომელმაც წარმოადგინა მოხსენება „1954 წლის „ასდღიანი“ ანტირელიგიური კამპანიის ტექნოლოგიები და მათი განხორციელება „ხრუშჩოვისეული“ დევნის პერიოდში (კალინინის ოლქის მაგალითზე)”; ეპისკოპოსი ნიკოლოზი (დუბინინი), მოსკოვის ღვთისმშობლის სამთავარეპისკოპოსოს დამხმარე ეპისკოპოსი დამატებითი უფლებამოსილებით ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, გენერალური ვიკარიუსი, ღვთისმეტყველების ლიცენციატი – მოხსენებით „გრიგორიანული საკრამენტარიების შესახებ“.

პლენარული სხდომის შემდეგ პროფესორულ აკადემიაში კონფერენციის მუშაობა განაგრძო მრგვალმა მაგიდამ „Vir totius humilitatis, auctoritatis, ac orthodoxiae. წმიდა მღვდელთმთავარი გრიგოლი დიდი (დიოლოგოსი), მისი სულიერი მემკვიდრეობა და როლი ქრისტიანული ცივილიზაციის ისტორიაში“. ღონისძიების მოდერატორებად გამოვიდნენ აკადემიის პედაგოგი, ღვთისმეტყველების კანდიდატი პროტოდიაკონი კონსტანტინე მარკოვიჩი და ღვთისმეტყველების ლიცენციატი ეპისკოპოსი ნიკოლოზ დუბინინი. წარმოდგენილ მოხსენებებში მეცნიერებმა სხვადასხვა კუთხით გამოიკვლიეს წმიდა გრიგოლ დიდის ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელმაც ქრისტიანული მემკვიდრეობა გაამდიდრა თავისი შრომებით კანონიკური სამართლის, ლიტურგიკის, ეგზეგეტიკის, ქრისტოლოგიისა და ეკლესიოლოგიის დარგებში. ცალკე განხილვის თემად გახდა ტერმინის – „მსოფლიო პატრიარქი“ წმინდა მამისეული ინტერპრეტაცია.

მრგვალი მაგიდის მუშაობასთან ერთად გაიხსნა, ასევე, სექციური სესიები შემდეგ თემებზე: „ბიბლიური არქეოლოგია“, „ღვთისმეტყველება“, „სულიერი განათლების ისტორია“, „ეპისკოპოსები ეკლესიის ისტორიაში“, „პრაქტიკული ფსიქოლოგია“, „ბიბლიური ეგზეგეტიკა“, „გამოჩენილი ღვთისმეტყველების მემკვიდრეობა“, „ლიტურგიკა“, „ბიოეთიკა და მაღალი ტექნოლოგიები“, „უცხოდმადიდებელი ეკლესიების თეოლოგია“, „რუსული ეკლესიის ისტორია მე-17 - მე-20 საუკუნეების დასაწყისში“.

კონფერენციის პირველი დღე დასრულდა მრგვალი მაგიდით „წიგნების სერია „თეოლოგია: ისტორია და თანამედროვეობა“ – განვითარების პერსპექტივები და მიმართულებები“. ორგანიზატორი იყო სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა. ქვეგანყოფილების მუშაობას მოდერატორობდნენ აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგე, მღვდელი დიმიტრი ლუშნიკოვი და გამომცემლობის დირექტორი დ.ვ. ვოლუჟკოვი. მამა დიმიტრის მიმოხილვითი მოხსენების შემდეგ, მონაწილეებმა განიხილეს ამ სერიის წიგნების გამოშვების მნიშვნელობა და მისი გაფართოების პერსპექტივები.

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب