მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი ილარიონი უნგრეთის პ…

ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი ილარიონი უნგრეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.09.2023. 22 სექტემბერს უნგრეთის პარლამენტს ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი ილარიონი ეწვია. ვიზიტი შედგა „უნგრეთის პარლამენტის მლოცველთა ჯგუფში“ გაერთიანებული დეპუტატების მოწვევით. ჯგუფის მიზანი, როგორც მის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, არის „ქრისტიანული ღირებულებების დაცვის ხელშეწყობა უნგრეთსა და მთელს მსოფლიოში, მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, კონგრესებსა და სენატებს შორის, ღვთის სადიდებლად".

შეხვედრის გახსნისას, ჯგუფის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა დოქტორმა იმრე ვეიკეიმ მიტროპოლიტ ილარიონს გადასცა გულწრფელი და გულითადი სურვილები უნგრეთის პარლამენტის სპიკერის ლასლო კიოვერისა და ვიცე-პრემიერ ჟოლტ შემიენისგან. სახელით. მან განსაკუთრებით აღნიშნა უნგრეთის ერთგულება ტრადიციული, მათ შორის, ოჯახური ფასეულობებისადმი.

საპასუხო მისალმებაში მიტროპოლიტმა ილარიონმა, კერძოდ, განაცხადა: „ჩემთვის უნგრეთი ძალიან ახლო ქვეყანაა. 2003 წლიდან 2009 წლამდე ვმართავდი უნგრეთის ეპარქიას. შემდეგ ცამეტი წელი ვიცხოვრე მოსკოვში, მაგრამ არასოდეს დამვიწყებია უნგრეთი და აქ ხშირად ჩამოვდიოდი. აქ, პარლამენტის კედლებში, გადმომცეს მაღალი სახელმწიფო ჯილდო – დამსახურების ორდენი (სამეთაურო ჯვარი ვარსკვლავით), და ძალიან მიხარია, რომ ღვთის განგებით ისევ აღმოვჩნდი ამ ქვეყანაში ერთ წელზე მეტი ხანია“.

„უნგრეთი დაარსდა როგორც ქრისტიანული სახელმწიფო და მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იგი საზრდოობდა ქრისტიანული სარწმუნოებიდან გამომავალი მაცოცხლებელი წვენებით, რომლის წყაროც თავად ჩვენი უფალი იესო ქრისტეა“, – აღნიშნა მეუფე ილარიონმა. ეპისკოპოსმა ილარიონმა. „ფრიად მოხარული ვარ, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობა ასეთ ყურადღებას აქცევს ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების დაცვას.

პარლამენტარების შეხვედრა მართლმადიდებელ მღვდელთმთავართან თბილ, კეთილგანწყობილ გარემოში წარიმართა. მხარეებმა განიხილეს თანამედროვე ქრისტიანული მისიის მრავალი აქტუალური საკითხი, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და უნგრეთის სახელმწიფოს თანამშრომლობის თემა ტრადიციული ფასეულობების დაცვის საერთო საქმეში.

შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის მლოცველთა ჯგუფის დამფუძნებელი იმრე ვეიკეი, მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე კატალინ ილონა ტოტი, ამ ჯგუფის გენერალური მდივანი ტომაშ ტურდიანი და უნგრეთის ეროვნული ჯგუფის საპარლამენტთაშორისო კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მონიკა ბარტოში.

უნგრეთის ეპარქიის მმართველ მღვდელთმთავარს თან ახლდნენ: ეპარქიის ადმინისტრაციული სამდივნოს უფროსი, დიაკონი ვიაჩესლავ ლი; მთარგმნელი ირინა ზიმონი; იპოდიაკონი გიორგი სუზუკი.

შეხვედრის სამახსოვროდ მიტროპოლიტმა ილარიონმა დეპუტატებს უსახსოვრა თავისი წიგნი „იესო ქრისტე“ უნგრულ ენაზე და დატოვა ჩანაწერი საპატიო სტუმრების წიგნში.

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب