მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთში კერკირის მიტროპოლიტ ნეკტარიოსის ვიზიტი შედგა …

რუსეთში კერკირის მიტროპოლიტ ნეკტარიოსის ვიზიტი შედგა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 30.08.2026. 17-24 აგვისტოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს მოწვევით და ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კურთხევით, კერკირის, პაქსისისა და დიაპონტის კუნძულების მიტროპოლიტი ნეკტარიოსი მომლოცველობით ვიზიტით რუსეთს ეწვია. ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი იყო წმინდა სპირიდონის ტრიმიფუნტელის მარჯვენა ხელის რუსეთში ჩამობრძანება მორწმუნეთათვის თაყვანსაცემად.

ბერძნული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ კერკირის სამიტროპოლიტოს სასულიერო პირები და თანამშრომლები: არქიმანდრიტი დოსითეოსი (პაპამიტროსი); კერკირის წმინდა სპირიდონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილების მცველი პროტოპრესვიტერი გიორგი ვლახოსი; არქიდიაკონი ევსები (პანდისი); პ. სპირიდონიდისი; კერკირის სამიტროპოლიტოს მდივანი კ. ფიმისი; კერკირის წმინდა სპირიდონის საკათედრო ტაძრის სამრევლო საბჭოს წევრი ს. აგათოსი; ი. სტოიკოვიჩი და ფ. ნტალასი.

დელეგაციას თან ახლდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველობის განვითარებისა და სიწმინდეების ჩამობრძანების კომისიის მდივანი, მღვდელი ვასილი კოვალჩუკი; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლები, მღვდელი ანატოლი ჩურიაკოვი და მღვდელმონაზონი მარკოზი (ახმატხანოვი).

შერემეტიევის აეროპორტში ბერძნულ დელეგაციას დახვდა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი მოსკოვის სამღვდელოებასთან ერთად.

პოკროვსკის სტავროპიგიალურ დედათა მონასტერში, რომელიც მოსკოვში დელეგაციის ბინადრობის ადგილი გახდა, მიტროპოლიტი ნეკტარიოსი და მისი თანმხლები პირები თბილად მიიღეს მონასტრის იღუმენია თეოფანიამ (მისკინა) და მონასტრის დებმა.

18 აგვისტოს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში გაიმართა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა ბერძენ იერარქთან.

19 აგვისტოს, უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე, მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა და მისმა თანმხლებმა სასულიერო პირებმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიაზე თანამსახურება გაუწიეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს. წირვის შემდეგ მიტროპოლიტ ნეკტარიოსს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სერაფიმე საროველის II ხარისხის ორდენი გადაეცა რუსეთისა და ელადის მართლმადიდებელი ეკლესიების მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, ბერძენმა იერარქმა, წაიკითხა სიგელი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს გადასცა კერკირის სამიტროპოლიტოს უმაღლესი ჯილდო – „წმინდა სპირიდონის ვარსკვლავით მორთული ოქროს ჯვრის“ ორდენი.

იმავე საღამოს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ეწვია მოსკოვის ზაჩატიევის სტავროპიგიალურ მონასტერს, სადაც ის თბილად მიიღეს მონასტრის იღუმენია იულიანამ (კალედა) და მონასტრის დებმა.

20 აგვისტოს, ბერძნული დელეგაცია მოსკოვიდან სპეციალური რეისით გაფრინდა ჩუვაშეთის რესპუბლიკაში. ქ. ჩებოქსარის ა.გ. ნიკოლაევის საერთაშორისო აეროპორტში შეხვედრა გაიმართა. თვითმფრინავის ტრაპთან წმინდა სპირიდონის მარჯვენა ხელს და მის თანმხლებ დელეგაციას დახვდნენ ჩებოქსარისა და ჩუვაშეთის მიტროპოლიტი სავატი; კანაშისა და ბელოვოლგის ეპისკოპოსი სტეფანე; ალატირისა და ბატირევის ეპისკოპოსი თეოდოსი; ჩუვაშეთის რესპუბლიკის ადამინისტრაციის ხელმძღვანელი ვ.ა. ბორისოვი, ჩუვაშეთის რესპუბლიკის კულტურის, ეროვნებათა და არქივის მინისტრი ს.ა. კალიკოვი; ჩუვაშეთის სამიტროპოლიტოს სასულიერო პირები.

შემდეგ, ქ. ჩებოქსარის ვედენსკის საკათედრო ტაძარში გაიმართა საზეიმო დახვედრა წმინდა სასწაულთმოქმედ სპირიდონის მარჯვენა ხელთან, რომელიც მოთავსებულია სეციალურ ლუსკუმაში. მის წინაშე კერკირის მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა და ჩებოქსარისა და ჩუვაშეთის მიტროპოლიტმა სავატიმ, ჩუვაშეთის სამიტროპოლიტოს ეპისკოპოსებისა და მღვდლების თანამსახურებით, პარაკლისი აღავლინეს.

დღის განმავლობაში სტუმრებმა მოილოცეს მაცხოვრის ფერისცვალების დედათა მონასტერი, სადაც ისინი მიიღეს იღუმენია სერგიამ (რუზავინა) და მონასტრის დებმა; ასევე წმინდა სამების მამათა მონასტერი, სადაც მათ შეხვდნენ მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ვასილი (პასკიე) და მონასტრის საძმო.

საღამოს დელეგაცია ჩუვაშეთის სამიტროპოლიტოს მთავარეპისკოპოსთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც ჩუვაშეთის რესპუბლიკის მეთაურმა, ო.ა. ნიკოლაევმა გამართა რეგიონში წმინდა სპირიდონის მარჯვენა ხელის ჩამობრძანებასთან დაკავშირებით. მიღებას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის ფინანსური ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარე ა.გ. აქსაკოვი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატი ა.ლ. სალაევა; ჩუვაშეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატები და მინისტრთა კაბინეტის წევრები; საზოგადო მოღვაწეები.

21 აგვისტოს, კერკირის მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა და ჩებოქსარისა და ჩუვაშეთის მიტროპოლიტმა სავატიმ ვედენსკის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინეს. მათ თანამსახურება გაუწიეს ყოვლადუსამღვდელოესმა ეპისკოპოსებმა სტეფანემ და თეოდოსიმ, ბერძნული დელეგაციის წევრებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა, ჩუვაშეთის სამიტროპოლიტოს სასულიერო პირებმა და სამღვდელო ხარისხის მქონე სტუმრებმა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტი სავატი კვლავ მიესალმა მიტროპოლიტ ნეკტარიოსს ჩუვაშეთის სამიტროპოლიტოს მთავარეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და ღვთისმსახურებაში მონაწილე ყველა პირის სახელით და მადლობა გადაუხადა ლოცვითი თანაზიარების სიხარულისთვის.

ჩუვაშეთის სამიტროპოლიტოს მეთაურის ბძანებულებით, წმინდა ეკლესიის საკეთილდღეოდ მრავალწლიანი გულმოდგინე შრომის გათვალისწინებით და ჩებოქსარის ეპარქიაში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მარჯვენის ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, მიტროპოლიტი ნეკტარიოსი დაჯილდოვდა სამი ყაზანელი წმინდა მღვდელთმთავრის – გურიის, გერმანისა და ბარსანოფის სახელობის ჩუვაშეთის სამიტროპოლიტოს I ხარისხის მედლით. საპასუხოდ მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა ეპისკოპოს სავატის მიულოცა მისი წმინდანის ხსენების დღე. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მარჯვენა ხელის ჩუვაშეთში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, ჩებოქსარისა და ჩუვაშეთის მიტროპოლიტ სავატის ბრძანებულებით, ასევე დაჯილდოვდნენ: შპს „რეგიონული ენერგეტიკული კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ა.ვ. კარმაკოვი – სამი წმინდა ყაზანელის მღვდელთმთავრის, გურიის, გერმანისა და ბარსანუფის ჩუვაშეთის სამიტროპოლიტოს I ხარისხის მედლით; კერკირის სამიტროპოლიტოს წინამძღვრის თანაშემწე პ. სპირიდონიდისი – ჩებოქსარ-ჩუვაშეთის ეპარქიის წმინდა მოწამე აბრაამ ბულგარელის II ხარისხის მედლით; სსკგ-ის თანამშრომელი მღვდელმონოზონი მარკოზი (ახმატხანოვი) – ჩებოქსარ-ჩუვაშეთის ეპარქიის წმინდა მოწამე აბრაამ ბულგარელის III ხარისხის მედლით.

შუადღისას შედგა სიწმინდის გაცილების ცერემონია, რომელიც დაიწყო ვედენსკის საკათედრო ტაძრიდან ჯვრით მსვლელობით „ტაძრისკენ მიმავალ გზაზე“ გავლით ქ. ჩებოქსარის სამდინარო პორტამდე. სადაც წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი საკვირველთმოქმედისადმი მიძღვნილი პარაკლისი აღევლინა.

21 აგვისტოს დელეგაცია თათრეთის დედაქალაქში ჩავიდა. ყაზანის სამდინარო პორტში სიწმინდესა და სტუმრებს დახვდა ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტი კირილე. დახვედრაში მონაწილეობა მიიღეს თათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იუ. კამალტინოვმა, ქ. ყაზანის მუნიციპალური განათლების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დ. კალინკინმა და ყაზანის ეპარქიის სასულიერო პირებმა.

შემდეგ, მთავარეპისკოპოსებისა და სასულიერო პირების თანხლებით, ლუსკუმა სიწმინდით მიაბრძანეს ყაზანის ღვთისმშობლის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო პარაკლისი აღევლინა.

22 აგვისტოს თათრეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში თათრეთის რაისი რ. მინიხანოვი შეხვდა მიტროპოლიტ ნეკტარიოსს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტი კირილე და თათრეთის რესპუბლიკის რაისის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ა. საფაროვი. რ. მინიხანოვმა მადლობა გადაუხადა მიტროპოლიტ ნეკტარიოსს თათრეთის მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის პატივდებულ სიწმინდესთან ზიარების შესაძლებლობისთვის.

იმავე დღეს, ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტი კირილე ყაზანის ეპარქიის ადმინისტრაციაში კერკირის სამიტროპოლიტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. მიტროპოლიტმა კირილე სტუმრებს ესაუბრა თათრეთის სამიტროპოლიტოს ცხოვრებაზე, რელიგიათაშორის თანამშრომლობაზე სოციალური პროექტებისა და საქველმოქმედო ინიციატივების განხორციელების ფარგლებში, მართლმადიდებლური სიწმინდეების აღორძინებაზე თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. სამიტროპოლიტოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონმა საგულდაგულოდ შეინარჩუნა საუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრება სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლლობის ადამიანებს შორის.

2026 წლის 23 აგვისტოს, სულთმოფენობიდან მე-12 კვირიაკეს, ყაზანის ღვთისმშობლის მონასტრის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ხატის საკათედრო ტაძარში გაიმართა საზოგადო სამღვდელთმთავრო ლიტურგია, რომელიც აღასრულეს კერკირის, პაქსისისა და დიაპონტის კუნძულების მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა, ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტმა კირილემ, ალმეტიევისა და ბუგულმის ეპისკოპოსმა მეთოდემ, არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსმა ლეონიდემ და ნაბერეჟნიე ჩელნისა და ელაბუგაის ეპისკოპოსმა გაბრიელმა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა კირილემ მიტროპოლიტი ნეკტარიოსი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის I ხარისხის მედლით დააჯილდოვა. წმინდა სპირიდონის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლიერების ნიშნად ყაზანის ღვთისმშობლის ხატის II ხარისხის საეპარქიო მედლით დაჯილდოვდა ა.ვ. კარმაკოვი, წმინდა მღვდელთმთავარ გურია ყაზანელის II ხარისხის მედალი გადაეცა პ. სპირიდონიდისს.

ვიზიტის დასასრულს, მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მოილოცეს ყაზანის ძველი ტაძრები, რის შემდეგაც საბერძნეთში გაემგზავრნენ.

წმინდა მღვდელთმთავარ სპირიდონის წმინდა ნაწილი რუსეთში 2026 წლის 20 სექტემბრამდე დარჩება.

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ვოსტრას მიტროპოლიტ ტიმოთეს, კვიპროსში იერუსალიმის საპატრიარქოს ეგზარქოსს, 75 წლის იუბილე მიულოცა

30.08.2026

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში და ამასთანავე არქიმანდრიტ ეფთვიმეს (კულიკოვი) ანადირის ეპისკოპოსად კურთხევის წეს-განგებას უხელმძღვანელა

19.08.2026

რუსეთის ნათლობის დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის კრემლის მიძინების საკათედრო ტაძარში

28.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს

11.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

12.04.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

11.04.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

18.03.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით

14.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას

12.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე კერკირის მიტროპოლიტ ნეკტარიოსს შეხვდა

18.08.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ანტიოქიის მეტოქიონის სასაყდრო დღესასწაულში

26.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

24.07.2026

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

22.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება“

23.06.2026

სსკგ-ის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება"

23.06.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

11.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო

18.03.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“

16.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب