მთავარი გვერდი ახალი ამბები
კერკირის მიტროპოლიტი ნეკტარიოსი წმინდა სპირიდონის წმინდ…

კერკირის მიტროპოლიტი ნეკტარიოსი წმინდა სპირიდონის წმინდა ნაწილის რუსეთში ჩამობრძანების შესახებ: „წმინდანის კურთხევა ყველაფერ დროებითსა და წარმავალზე მაღლა დგას“


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.08.2026. კერკირის, პაქსისისა და დიაპონტის კუნძულების მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა რუსეთში ვიზიტის შემდეგ თავისი ფიქრები და შთაბეჭდილებები გააზიარა. როგორც ცნობილია, მისი მეთაურობით რუსეთს სტუმრობდა აღნიშნული სამიტროპოლიტოს დელეგაცია, რომელმაც რუსი მორწმუნეებისთვის თაყვანსაცემად ჩამოაბრძანა წმინდა სპირიდონ ტრიუმფუტელის მარჯვება ხელი.

სააგენტო Romfea-ს მიერ გამოქვეყნებულ რეპორტაჟში იგი ნაცხადებს, რომ რუსეთში მოგზაურობა და სიწმინდის თაყვანისცემა განხორციელდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიწვევით და ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის კურთხევით, ხოლო შესაბამის დოკუმენტებს ხელი მოაწერა მისმა თავმჯდომარემ, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსმა, მისმა უნეტარესობა იერონიმემ. იერარქმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი წარმოადგენს მსგავსი მოგზაურობების გაგრძელებას, რომლებიც წარსულში განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში (2017 წელს), კვიპროსში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, რუმინეთში, პოლონეთში, ბელარუსში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში, ასევე ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სამეტროპოლიტოებში. „ყველა ეს მოგზაურობა განხორციელდა შესაბამისი საეკლესიო ხელისუფლების მოწვევით, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის თანხმობით, კურთხევით და წერილობითი ნებართვით, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა. – როგორც რუსეთის ეკლესიაში წმინდა მომლოცველობის დროს, ასევე ყველა სხვა შემთხვევაში, წმინდა სპირიდონის მარჯვენა ხელის ჩამობრძანების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ მთელს მსოფლიოში მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ კერკირში ჩამოსვლა, შეძლონ წმინდანის კურთხევის მიღება, გაძლიერდნენ რწმენაში და მოიპოვონ ძალა სულიერი ბრძოლისთვის გამიწიერების, დესაკრალიზაციის, ცვალებადი ღირებულებებისა და ცნებების საყოველთა აღრევის ეპოქაში, რასაც ჩვენ ახლა საკუთარ სამშობლოშიც განვიცდით“.

მოგზაურობის შთაბეჭდილებების გაზიარებისას მან აღნიშნა: „ის სურათი, რასაც ჩვენ ყველგან ვხედავდით ჩვენი მოგზაურობის დროს, მათ შორის, რუსეთშიც, ფრიად ამაღელვებელი და დიდი იმედის მომცემი იყო. წმინდა სპირიდონი არის უბრალოების, თავმდაბლობისა, ღმერთისა და ადამიანის სიყვარულის მსოფლიო წმინდანი“. ის გვახსენებს საღმრთო ლიტურგიისა და ლოცვის მნიშვნელობას, ასევე სარწმუნოების უცვალელებლობას, რადგან ის იცავდა ჩვენს წმინდა დოგმატებს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომლის 1600 წლის თარიღი შარშან აღვნიშნეთ. ჩვენ წმინდანის კურთხევით ვცხოვრობთ და მუდმივად წინასწარ ვაგემოვნებთ აღდგომის გამოცდილებას, რომელსაც ატარებს მისი უხრწნელი სხეული და რომელიც დავანებულია ჩვენი წმინდა სამიტროპოლიტოს საკათედრო ქალაქში – კორფუში. საკუთარი თვალით ვხედავდი რა ხალხის სიყვარულს, ღვთისმოსაობას, თაყვანისცემას და რწმენას ჩვენი წმინდანის მარჯვენა ხელით დღემდე განხორციელებული მომლოცველობების დროს, კიდევ ერთხელ გავიფიქრე, რომ საბოლოო ჯამში, სწორედ ეს იყო ღვთის ნება: წმინდანის ლოცვებით მთელს მსოფლიოში მიეღო ხალხს ღვთის მადლი წმინდა სიწმინდეების ამ მცირე ნაწილის თაყვანისცემითაც კი... იმან, რაც ამ დღეებში რუსეთში განვიცადეთ, ნამდვილად გადააჭარბა ყველა მოლოდინს. ათასობით ადამიანი, ადამიანური საზომით წარმოუდგენელი მოთმინებით იცავდა წესრიგს და რიგებს, საათობით ელოდა, სადაც არ უნდა მივსულიყავით, რათა თაყვანი ეცათ წმინდა სიწმინდისთვის და მიეღოთ წმინდანის კურთხევა.

ჩვენ ვღაღადებდით და ვაგრძელებთ ღაღადს: „უფალი ღმერთი ცოცხალია!“. ჩვენ გვიხაროდა! ღრმად შეძრული ვიყავით! ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანებს უნდა ჩამორთმეოდათ წმინდა მღვდელთმთავრის კურთხევა რელიგიურ რწმენასთან დაუკავშირებელი, და მხოლოდ გეოპოლიტიკური ხასიათის მიზეზების გამო. ჩვენ ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ ეს მიზეზები ერთ დღეს გაქრება. წმინდანის კურთხევა კი ყოველგვარ დროებითსა და წარმავალზე მაღლა დგას“.

კერკირის მიტროპოლიტი ნეკტარიოსი ასევე შეეხო თავის მონაწილეობას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიერ აღსრულებულ საღვთო ლიტურგიაში და აღნიშნა, რომ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიას, რომელსაც ის ეკუთვნის, არ გაუწყვეტია ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (ამიტომაცაკურთხა ეს მომლოცველობა ელადის ეკლესიის წმინდა სინოდმა).

„ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება მოვაგვაროთ არსებული უთანხმოებები და არ მივიჩნევთ მათ საკმარის მიზეზად იმისათვის, რომ ხალხს მოვაკლოთ წმინდა სპირიდონის თაყვანისცემის შესაძლებლობა“, –დაასკვნა მან. – ჩვენ ვლოცულობთ „ყოველთა გაერთიანებისთვის“ და „მთელი მსოფლიოს მშვიდობისთვის“, და ამ დღეებში ვიგრძენით, რომ არსებობს როგორც იმედი, ასევე შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი წმინდანების სიყვარულსა და ლოცვით მეოხებაზე დაყრდნობით, შევძლებთ ერთობლივი მონდომებით გადავლახოთ არსებული უთანხმოებები და მიდგომებში განხვავებულობა. ზოგჯერ ისინი გამოიხატება მოქმედებებში, რომელთა დანახვაც არავის სურს, მაგრამ ასეთი რამ მომხდარა ეკლესიის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. წმინდა მღვდელთმთავრის ჩვენთან მყოფობა ნიშანია იმისა, რომ არსებული უთანხმოებების მიუხედავად, ჩვენ ყველანი მართლმადიდებლები ვართ და მართლად ვიცავთ ჭეშმარიტების სიტყვას, რომელიც არის ერთსამება ღმერთის ჩვენი საერთო რწმენა მიმართ და ჩვენი ცხოვრება ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში.

მადლობას ვუხდით ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, ჩვენს უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებას, რომ მოგვცა კანონიკური ნებართვა და კურთხევა, რათა გაგვეზიარებინა უდიდესი ძღვნის მადლი, რომელიც ჩვენთან, კერკირშია დავანებული, ისეთი ღვთისმოსავი ხალხისთვის, როგოორიც რუსი ერია, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი  ურთიერთობა გვაკავშირებს. მათი დასაბამი იმ დროიდან იწყება, როდესაც მსოფლიო საპატრიარქომ და ბერძნულმა ბიზანტიის იმპერიამ ქრისტიანული სარწმუნოება კიევში ჩაიტანა ქრისტეს შობიდან 988 წელს.

ჩვენს ხალხებს შორის ეს კავშირები, რომლებიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და საერთო მართლმადიდებლურ იდენტობაზეა დაფუძნებული, არ შეიძლება დაიშალოს იმ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, რომლებიც მუდმივად არ იარსებებს. ეკლესია იყო, არის და დარჩება ჩვენი საერთო გზის და ერთობის საფუძვლად“, – განაცხადა კერკირის, პაქსისისა და დიაპონტის კუნძულების მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ფოტო.

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ვოსტრას მიტროპოლიტ ტიმოთეს, კვიპროსში იერუსალიმის საპატრიარქოს ეგზარქოსს, 75 წლის იუბილე მიულოცა

30.08.2026

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში და ამასთანავე არქიმანდრიტ ეფთვიმეს (კულიკოვი) ანადირის ეპისკოპოსად კურთხევის წეს-განგებას უხელმძღვანელა

19.08.2026

რუსეთის ნათლობის დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის კრემლის მიძინების საკათედრო ტაძარში

28.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს

11.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

12.04.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

11.04.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

18.03.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით

14.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას

12.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე კერკირის მიტროპოლიტ ნეკტარიოსს შეხვდა

18.08.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ანტიოქიის მეტოქიონის სასაყდრო დღესასწაულში

26.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

24.07.2026

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

22.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება“

23.06.2026

სსკგ-ის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება"

23.06.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

11.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო

18.03.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“

16.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب