უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში და ამასთანავე არქიმანდრიტ ეფთვიმეს (კულიკოვი) ანადირის ეპისკოპოსად კურთხევის წეს-განგებას უხელმძღვანელა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 19.08.2026. 19 აგვისტოს, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში.
ამავე დღეს აღინიშნა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის ფერისცვალების ტაძრის კურთხევის 30 წლისთავი. ქრისტე მაცხოვრის აღდგენილი საკათედრო ტაძრის ქვედა, ფერისცვალების, ტაძარი 1996 წლის 19 აგვისტოს აკურთხეს.
ტაძარში მისვლისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა თაყვანი სცა წმინდა მღვდელთმთავარ ფილარეტ მოსკოველის წმინდა ნეშტს, ღვთისმშობლის ვლადიმირის ხატს, ასევე წმინდა მღვდელთმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილს – ეს სიწმინდე გუშინ ღამისთევის ლოცვის პოლიელეოსზე ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მოაბრძანა ელადის მართლმადიდებელი სამიტროპოლიტოს ეკლესიის დელეგაციამ კერკირის მიტროპოლიტ ნეკტარიოსის ხელმძღვანელობით.
ღვთისმსახურების დროს შედგა არქიმანდრიტ ეფთვიმეს (კულიკოვი) ანადირისა და ჩუკოტკის ეპისკოპოსად კურთხევა. ახლადხელთდასხმული იერარქი 2026 წლის 16 ივლისს იქნა გამორჩეული საეპისკოპოსო მსახურებაზე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით (ოქმი No 50).
ლიტურგიაზე მის უწმინდესობას თანამსახურებდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარი ქ. მოსკოვში, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი; კერკირის, პაქსისისა და დიაპონტის კუნძულების მიტროპოლიტი ნეკტარიოსი; კულტურის საპატრიარქო საბჭოს თავმჯდომარე, სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტი ტიხონი; ზვენიგოროდის მიტროპოლიტი არსენი; რიბინსკის და რომანოვო-ბორისოგლების ეპისკოპოსი ბენიამინი; შუიასა და ტეიკოვოს ეპისკოპოსი იოანე; არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი ლეონიდე; უწმინდეს პატრიარქ კირილეს პირადი მდივანი, რამენის ეპისკოპოსი ალექსი,; ბრონიცის ეპისკოპოსი იოანე; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი მოსკოვის საკითხებში, პროტოპრესვიტერი ვლადიმერ დივაკოვი; ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის მეკლიტურე, დეკანოზი მიხეილ რიაზანცევი; კერკირის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილების მცველი, დეკანოზი გიორგი ვლახოსი; კერკირის სამიტროპოლიტოს კლირიკოსი, მღვდელმონოზონი დოსითე (პალამიტროსი); შუიას ეპარქიის სოფელ პოგოსტ კრესტში მდებარე უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (ლისოვი); ანადირის ეპარქიის ეპარქიალური სამმართველოს მდივანი, დეკანოზი იოასაფი (პეტროვიხი); ქ. ანადირის წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კლირიკოსი, დეკანოზი სერგი ტროფიმოვიჩი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველობის განვითარებისა და სიწმინდეების შემობრძანების კომისიის მდივანი, მღვდელი ვასილი კოვალჩუკი; მოსკოვის სამღვდელოება.
წირვას ესწრებოდნენ: რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ს.გ. ობრივალინი; ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის გუბერნატორი ვ.გ. კუზნეცოვი; ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ე.ვ. კოვალჩუკი; რუსეთის გმირი, მფრინავი-კოსმონავტი ე.ო. სეროვა; ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა; რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ფედერალური სახელმწიფო ბიუჯეტის ინსტიტუტის „რადიოლოგიის НМИЦ“-ის გენერალური დირექტორი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმი ა.დ. კაპრინი; შპს „რეგიონული ენერგეტიკული კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ა.ვ. კარმაკოვი; სს „ГТЛК“-ის გენერალური დირექტორი მ.ლ. პარნევი; მსოფლიო რუსი ხალხის კრების მეთაურის მოადგილე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის რექტორი ა.ვ. შჩიპკოვი; ВРНС-ის თავმჯდომარის მოადგილე, სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის, „მართლმადიდებლური რუსეთის“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ.მ. ივანოვი; კერკირის მიტროპოლიტ ნეკტარიოსის თანაშემწე პ.ა. სპირიდონიდისი.
ლიტურგიული საგალობლები შეასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა (რეგენტი - ი.ბ. ტოლკაჩოვი).
ზოგიერთი კვერექსი და ლიტურგიული ასამაღლებელი შესრულდა ბერძნულ ენაზე. საპატრიარქო ჟამისწირვა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელეარხებით „Союз“-ით და „Спас“-ით, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებსაიტზე – Патриархия.ru.
მრჩობლ კვერექსზე აღვლენილ იქნა განსაკუთრებით მხურვალე ვედრებანი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ლოცვა წაიკითხა წმინდა რუსეთისთვის.
ზიარების წინ ქადაგება წაიკითხა დეკანოზმა ალექსი მიტიუშინმა, მოსკოვის კოსინოში საპატრიარქო მეტოქიონის სიცოცხლის დასაბამიერი სამების ეკლესიის წინამძღვარმა.
ლიტურგიის შემდეგ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა სულიერ-დამრიგებლური სიტყვით მიმართა ანადირისა და ჩუკოტკის ეპისკოპოს ეეფთვიმეს და მას სამღვდელთმთავრო კვერთხი გადასცა. ახლადხელთდასხმულმა იერარქმა ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს პირველი საეისკოპოსო ლოცვა-კურთხევა მისცა.
უფლის ფერისცვალების დღესასწაულის ტრადიციის შესაბამისად, მისმა უწმინდესობამ ახალი მოსავლის ნაყოფი აკურთხა.
შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს საწინამძღვრო ქადაგებით მიმართა.
რუსეთისა და ელადის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილის აღიარების ნიშნად, კოერკირის, პაქსისისა და დიაპონტის კუნძულების მიტროპოლიტი ნეკტარიოსი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სერაფიმე საროველის (მე-2 ხარისხის) ორდენით დაჯილდოვდა.
ჯილდოს მიღებისას მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა მადლიერების სიტყვებით მიმართა მის უწმინდესობას, პატრიარქ კირილეს და ხაზი გაუსვა, რომ მისთვის განსაკუთრებული პატივია ფერისცვალების დღესასწაულის სიხარულის გაზიარება და საღვთო ლიტურგიის აღსრულება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან და იერარქებთან ერთად.
ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ იცნობს უწმინდეს პატრიარქ კირილეს ჯერ კიდევ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი ყოფნის დროიდან და შეადარა ის ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ნეტარხსენებულ წინამძღვარს, მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსს (პარასკევაიდისი, †2008): „მე მქონდა თქვენი გაცნობის სიხარული ჯერ კიდევ თქვენს პატრიარქობამდე – როდესაც იყავით საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, სტუმრობდით ჩვენს სამიტროპოლიტოს და აღასრულეთ საღვთო ლიტურგია. ჯერ კიდევ მაშინ შეგადარეთ მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსს, რომელიც რთულ დროში ახერხებდა „წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა“ (2 ტიმ. 2:15). თქვენ მართლაც ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებელი ხართ, იზიდავთ ადამიანებს, როგორც სულიერი მაგნიტი, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც მოდიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაში, ავსებენ ტაძრებს და ათეიზმიდან რწმენას უბრუნდებან“.
მღვდელთმთავრმა სთხოვა მის უწმინდესობა პატრიარქ კირილეს, დაელოცო ღვთის ხალხი წმინდა სპირიდონის მარჯვენით – იმ ხელით, რომელმაც პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე გამოავლინა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება. სიწმინდე აღმოყვანილ იქნა ლუსკუმიდან და უწმინდესმა მეუფემ მლოცველები წმინდანის მარჯვენათი აკურთხა.
შემდეგ მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა სიგელი წაიკითხა და მის უწმინდესობას, პატრიარქ კირილეს, კერკირის სამიტროპოლიტოს უმაღლესი ჯილდო – წმინდა სპირიდონის ვარსკვლავით მორთული ოქროს ჯვრის ორდენი გადასცა.
შემდეგ, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ კვლავ მიმართა მორწმუნე საზოგადოებას:
„კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ყველას, ძვირფასო მეუფენო, მამანო, ძმანო და დანო, ამ შესანიშნავ სადღესასწაულო დღეს!
დაე, უფალმა დაგვიცვას ყველანი რწმენაში, სიყვარულში, ერთაზროვნებაში. როდესაც ამას ვამბობ, ვგულისხმობ როგორც რუსეთის მთელ სამწყსოს, ასევე ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მთელს მსოფლიოში. ჩვენ გვიხარია, რომ დღეს ჩვენმა ბერძენმა ძმებმა ჩვენთან ერთად აღასრულეს ღვთისმსახურება და რომ გვქონდა შესაძლებლობა, ერთად გველოცა.
ღვთის კურთხევა და ზეციური დედოფლის საფარველი ყოფილიყოს მართლმადიდებელ ხალხზე, ჩვენს ქვეყნებზე, ეკლესიაზე და ყველაზე, ვინც რწმენითა და სიყვარულით იმარხავს გულში საღვთო აღთქმებს და ცდილობს, ღვთის მცნებების თანახმად იცხოვროს. ყველას გილოცავთ დღესასწაულს!“.
ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის ფერისცვალების (ქვედა) ტაძრის კურთხევის 30 წლისთავის აღსანიშნავად, წინამძღვარმა საეკლესიო დასს გადასცა ტრაპეზის სახარება, საღვთისმსახურო დაფარნები და ჰაერი.
შემდეგ საეკლესიო ჯილდოების გადაცემა გაიმართა.
სამედიცინო მსახურების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს რადიოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის გენერალურ დირექტორს, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს რადიოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის ფილიალის, პ.ა. ჰერცენის სახელობის მოსკოვის ონკოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის (მოსკოვი) დირექტორს, რუსეთის ფედერაციის დამსახურებულ ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ა.დ. კაპრინს მიენიჭა ყირიმის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ლუკა აღმსარებლის მეორე ხარისხის ორდენი.
ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოსკოვის ოლქის გუბერნატორის მრჩეველს, რუსეთის გმირს, მფრინავ-კოსმონავტ ე.ო. სეროვას მიენიჭა მოსკოვის დიდი მთავრინას, ღირსი ეფროსინეს (მე-2 ხარისხის) ორდენი.
ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საკურთხეველში მისი უწმინდესობა ესაუბრა მიტროპოლიტ ნეკტარიოსსა და ბერძნული დელეგაციის წევრებს; გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები.
დასასრულ, უწმინდესი მეუფე გამოვიდა ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძრის აღმოსავლეთ სტილობატში, სადაც ასევე შეასრულა ახალი მოსავლის ნაყოფის კურთხევა.